მსოფლიო
თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ
2012-03-09 20:49:05
ჩამოტვირთვა
თურქეთის ქალაქ ორდუში, საიუველირო მაღაზიის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ. თურქული საინფორმაციო სააგენტო haberler.com-ის ცნობით, პოლიციელებმა, სხვა სამხილებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ქართული მარკის სიგარეტიც იპოვეს.
მაღაზიიდან 1 მილიონი თურქული ლირის ღირებულების 6 კილოგრამი ოქროა წაღებული. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
ცნობილია, რომ ძარცვა 8 მეტრიანი გვირაბის საშუალებით მოხდა, რომლის გასათხრელად მძარცველები თავად მუშაობდნენ.
კომენტარები