მსოფლიო
რუსეთის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს დღეს გააპროტესტებს
2012-03-05 13:24:28
ჩამოტვირთვა
რუსეთის ოპოზიცია, მომხრეებთან ერთად, არჩევნების შედეგებს, დღეს, პუშკინის მოედანზე, გააპროტესტებს. "როსბალტის" ინფორმაციით, მიტინგი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, მოსკოვის მერიასთან, უკვე შეთანხმებულია.
როგორც "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი, სერგეი უდალცოვი აცხადებს, აქცია 19:00-დან 21:00 საათამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი მიიღებს.
რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. კენჭს იყრიდნენ "ედინაია რასიას" კანდიდატი, მოქმედი პრემიერი, ვლადიმერ პუტინი, კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიას" კანდიდატი, სერგეი მირონოვი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, და მილიარდერი, მიხეილ პროხოროვი.
კომენტარები