მსოფლიო
სილვიო ბერლუსკონი პატიმრობას ისევ გადაურჩა
2012-02-26 16:37:30
ჩამოტვირთვა
სილვიო ბერლუსკონი ხუთწლიან პატიმრობას გადაურჩა. იტალიის ყოფილ პრემიერს ბრიტანელი იურისტისთვის ქრთამის მიცემაში ედებოდა ბრალი, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ ინციდენტიდან ზედმეტად დიდი დრო იყო გასული, ამიტომ საქმე განაჩენის გამოტანის გარეშე დახურა. ამ საქმეს იტალიის სასამართლო 2007 წლიდან განიხილავს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბერლუსკონის წინააღმდეგ აღძრული საქმე განაჩენის გარეშე დასრულდა. 1994 წელს ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, იტალიის ექსპრემიერს ათეულობით ადამიანმა უჩივლა, თუმცა ბერლუსკონისთვის განაჩენი არასოდეს გამოუტანიათ. ამ დროისთვის ბერლუსკონის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
კომენტარები