მსოფლიო
ერაყში მომხდარი ტერაქტების სერიებზე პასუხისმგებლობა "ალ ქაიდამ" აიღო
2012-02-24 14:56:38
ჩამოტვირთვა
ერაყში მომხდარი ტერაქტების სერიებზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფება "ალ ქაიდამ" აიღო. უცხოური მედიის ინფორმაციით, "ალ ქაიდას" წარმომადგენლების მიმართვა, რომელშიც ისინი ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებას ადასტურებენ, ისლამისტურ საიტებზე გავრცელდა.ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და რამდენიმე პროვინციაში ბოლო პერიოდში მთელი რიგი თავდასხმები განხორციელდა, რომლის დროსაც 55 ადამიანი დაიღუპა და 225 დაშავდა. ამბოხებულები თავს ესხმოდნენ როგორც პოლიციის შენობებს, ისე სამთავრობო უწყებებს, სკოლებს, სასტუმროებსა და რესტორნებს.
კომენტარები