1 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სადილის მენიუს "ტიტანიკიდან" აუქციონზე გაყიდიან

ჩამოტვირთვა

"ტიტანიკის" პირველი კლასის მგზავრების კერძების მენიუს, რომელიც საბედისწერო 1912 წლის 14 აპრილითაა დათარიღებული, აუქციონზე გაყიდიან. ლოტის ღირებულება, სავარაუდოდ, 60-100 ათასი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 100-160 ათას დოლარი) იქნება. აუქციონი 31 მარტს გაიმართება. "ტიტანიკის" კატასტროფის დღეს, კერძების მენიუ მგზავრებს ქათამს მერილენდურად, ბატკნის დაბეგვილ კატლეტს და ლაბადასხმულ ქათამს სთავაზობდა. მენიუ, რომელიც კატასტროფიდან ასი წლის შემდეგ აუქციონის წესით გაიყიდება, სან-ფრანცისკოელ ბანკირს, დოქტორ ვაშინგტონ ჯორჯს მაგიდაზე ედო. ბანკირი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მოგზაურობდა. სწორედ ქალბატონმა, რუტ ჯორჯმა ჩაიდო ქაღალდი ჩანთაში და არც კი იცოდა, წინ რა განსაცდელი ელოდა. რუტი ვაჟთან ერთად მეოთხე სამაშველო ნავში აღმოჩნდა, ხოლო ვაშინგტონ ჯორჯის სიცოცხლე ერთ-ერთმა მოსამსახურემ იხსნა, რომელმაც მას ხელი კრა და მე-13 სამაშველო ნავში ჩააგდო, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. გემის მოსამსახურემ გათვალა, რომ ბავშვებს უფროსი ადამიანის დახმარება დასჭირდებოდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები