მსოფლიო
გაერო სირიის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აფრთხილებს
2012-02-17 17:17:30
ჩამოტვირთვა
გაეროს გენერალური ასამბლეა სირიის ხელისუფლებას ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. გენერალურმა ასაბლეამ 137 ხმით 12-ის წინააღმდეგ სირიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეოზლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებები და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა. გაეროს ასამბლეის წვრები სირიის ლიდერის ბაშარ ალ ასადის გადადგომას მოითხოვენ.
კენჭისყრამდე სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბაშარ ჯაფარიმ აღნიშნა, რომ მათს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში არაფრის შეცვლა არ შეუძლია. გაეროს გენერალურმა მდივანმა რეზოლუცია შეაფასა, როგორც გზა, სირიის მშვიდობიანი მომავლისკენ დემოკრატიულობის, ადამიანის უფლებებისა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
ამჯერად რეზოლუცია არა გაეროს უშიშროების საბჭომ, არამედ გენერალუმა ასაბლეამ დაამტკიცა, ამიტომ რუსეთმა და ჩინეთმა დოკუმენტს ვეტო ვერ დაადო. გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან ოფიციალურ დოკუმენტს მხარი კლავ არ დაუჭირა რუსეთმა და ჩინეთმა, 12 მოწინააღმდეგეს შორის იყვნენ ასევე ირანი, ვენესუელა და სამხრეთ კორეა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა რომ რეზოლუციაში რუსეთის მიერ შეტანილი შენიშვნები არ გაითვალისწინეს და ამიტომ იძლებული გახდნენ დოკუმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ.
გაეროს რეზოლუცია ამჯერადაც საუდის არაბეთმა მოამზადა და მას არაბული ლიგის ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი.
რეზოლუციის ავტორები იმედოვნებენ, რომ დოკუმენტი სირიის ხელისუფლებაზე პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებს.
ამის პარალელურად, კი სირიაში სისხლიანი დაპირისპირება გრძელდება. სააგენტო როიტერმა დღეს ექსკლუზიური მასალა გაავრცელა, სადაც სამოყვარულო კამერით გადაღებულ ფირზე სირიაში მიმდინარე პროცესებია აღბეჭდილი.
სირიაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად უსაფრთხოების ძალების ქმედებებმა 5400- ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით მოქალაქე ამ დრომდე იძებნება. 70 000 სირიელი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება, 25 000-ზე მეტმა ადამიანმა კი უსაფრთხოების მიზნით ქვეყანა დატოვა.
კომენტარები