მსოფლიო
ბობი ბრაუნს ჰიუსტონის ოჯახი ქალიშვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს
2012-02-15 13:25:02
ჩამოტვირთვა
ბობი ბრაუნს უკვე მესამე დღეა ქალიშვილი არ უნახავს. მომღერლის ყოფილი მეუღლე ეჭვობს, რომ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი ბობი კრისტინასთან შეხვედრის საშუალებას აღარ მისცემს. როგორც ერთერთი უცხოური მედიასაშუალება იტყობინება, ბობი ბრაუნი ქალიშვილთან დაკონტაქტებას უშედეგოდ ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაუნი ლოს ანჯელესში 18 წლის ქალიშვილის მოსავლელად დაბრუნდა, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია ორჯერ დასჭირდა. ბობი ბრაუნის თქმით, უიტნის დედას ის სძულს და ქალიშვილთან მისი დაშორების ინიციატორიც სწორედ ქისი ჰიუსტონია.
კომენტარები