მსოფლიო
აჰმადინეჯადი ისრაელის საელჩოებზე თავდასხმებში ირანის მონაწილეობას უარყოფს
2012-02-14 13:37:06
ჩამოტვირთვა
ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი ისრაელის ბრალდებას თბილისსა და დელიში ისრაელის საელჩოებზე თავდასხმების ორგანიზებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ ვებგვერდი izrus.co.ilიუწყება.
"ეს თავად ისრაელის სპეცსამსახურების ნახელავაია. ახლა კი მოჩვენებებზე ნადირობა დაიწყება, ყველაფერში დამნაშავე ირანი და ისლამისტები იქნებიან", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ტელეკომპანია BBC ასევე ავრცელევს ირანის ხელისუფლების განცხადებას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ირანი გუშინდელ თვდასხმებში ირანის მონაწილეობის შესახებ ბრალდებებს "სრულ სიცრუეს" უწოდებს და ისრაელის პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
13 თებერვალს ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი დიპლომატის მეუღლე დაიჭრა. ამავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ისრაელის საელჩოს მძღოლის ავტომობილში ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და დრულად გააუვნებელყო.
მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდასხმების ორგანიზებაში მოძრაობა "ჰესბოლა" და ირანი დაადანაშაულა.
ირანის საგარეო საქმეთა წარმომადგენლებმა ისრაელის ბრალდებები უარყვეს.
კომენტარები