მსოფლიო
არგენტინელები ინგლისის პრინც უილიამის წინააღმდეგ
2012-02-03 15:58:28
ჩამოტვირთვა
არგენტინაში, მალვინის კუნძულზე პრინც უილიამის ვიზიტით უკმაყოფილო არგენტინელები ემოციებს არ მალავენ. არგენტინის დედაქალაქში მდებარე ბრიტანული ბანკის ფილიალს ადგილობრივებმა საღებავებით სავსე ქილები დაუშინეს. “ინგლისელებო წადით მალვინიდან“-ამ წარწერით დაამშვენეს ბანკის კედელი უკმაყოფილო არგენტინელებმა. შეგახსენებთ, რომ ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე არქიპელაგი, რომელიც ბრიტანეთის შემადგენლობაში შედის 1883-1982 წლებში არგენტინელებმა დაიკავეს, რის გამოც მათ მალვინის კუნძულები დღემდე არგენტინის საკუთრებად მიაჩნიათ. რაც შეეხება ინგლისის პრინცის ვიზიტს, უილიამი მალვინის კუნძულებზე, სამხედრო სამსახურის ფარგლებში იმყოფება.
კომენტარები