მსოფლიო
ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩზე დაწყებული არეულობები გრძელდება, დაღუპულია 76 ადამიანი
2012-02-03 11:30:58
ჩამოტვირთვა
2 დაღუპული, 15 დაჭრილი და 600-მდე დაშავებული მოქალაქე ეგვიპტის ქალაქ სუეცში, ასეთია გუშინ მომხდარი მორიგი დაპირისპირების სავალალო შედეგი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ქუჩებში 3 ათასამდე ეგვიპტელი გამოვიდა, მათ დასარბევად პოლიციამ მხუთავი აირი გამოიყენა, რასაც დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ეგვპიტეში არეულობები ოთხშაბათ საღამოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩის შემდეგ დაიწყო. ამ დღეს ეგვიპტეში 74 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. გუშინდელი აქციის მონაწილეები სწორედ საფეხბურთო მატჩის შემდგომ განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდნენ და ქვეყნის უმაღლესი სამხედრო კომიტეტის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.
კომენტარები