მსოფლიო
ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებ-გვერდი შეიქმნა
2012-02-02 18:49:48
ჩამოტვირთვა
სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებ-გვერდი შექმნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოხარულია, რომ საიტი ამუშავდა,- განცხადებას აშშ-ის საელჩოს ავრცელებს.
ვებ-გვერდზე განთავსებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს მთავრობათა ოფიციალური პირების განცხადებები.
აგრეთვე ინფორმაცია დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ხალხთა შორის და კულტურულ ურთიერთობათა ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შესახებ.
ვებ-გვერდზე გასაჯაროვდება ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთაც ორი ქვეყნის მთავრობები საერთო მიზნის მისაღწევად დგამენ.
კომენტარები