მსოფლიო
მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალი საარჩევნო კამპანიას იწყებს
2012-02-02 17:00:31
ჩამოტვირთვა
მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალი ინდოეთის მემარჯვენე პარტიის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ჯოტი ამჯეს სიმაღლე 62.8 სანტიმეტრია, ის გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა. ჟურნალისტებთან საუბარშო მსოფლიოს ყველაზე დაბალმა ადამიანმა განაცხადა, რომ მისი პოპულარობის გამო ინდოეთის მემარჯვენეთა პარტიას გამარჯვების დიდი შანსი აქვს, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯოტისთან შეხვედრის სურვილს ბევრი ამომრჩეველი გამოთქვამს.
ჯოტი ამჯე ახონდროპლაზიით არის დაავადებული, რაც მის სიმაღლეში ზრდას უშლის ხელს. 18 წლის თინეიჯერი სკოლაშიც სწავლობს, მას თავისი პატარა მერხი და სკამი აქვს. თუმცა როგორც ჯოტი ამჯე ამბობს, თანაკლასელები მას განსხვავებულ ადამიანად არ აღიქვამენ და როგორც თანასწორს, ისე ექცევიან.
კომენტარები