მსოფლიო
The Washington Post - პუტინმა შესაძლოა, რუსების ყველაზე დიდი აჯანყების პროვოცირება მოახდინოს
2012-01-30 15:48:12
ჩამოტვირთვა
ამერიკული გამოცემა The Washington Post რუსეთში მიმდინარე მოვლენებს სარედაქციო სტატიით ეხმაურება. სტატია სათაურით "ახალი პერესტროიკა?" გაზეთის 29 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ რუსეთში ოპტიმისტებს სჯერათ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის ცუდი შედეგი და ანტისამთავრობო გამოსვლები პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს მოასწავებს. აქვეა მოყვანილი მიხეილ პროხოროვის ციტატა, რომლიც ამბობს, რომ მართული დემოკრატიის დრო დამთავრდა და რეალურად დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნა უნდა დაიწყოს. გამოცემა რუსეთში გარდაქმნების დასაწყისზე სტანისლავ ბელკოვსკის შეფასებასაც ციტირებს.
"ქვეყანა პერესტროიკა-2-ის აქტიურ ფაზაში შევიდა", - წერს კომენტატორი ბელკოვსკი ჟურნალ "სობესედნიკში".
"ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ამ ახალ ამბებს, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინამდე არ მიუღწევია. ადამიანამდე, რომელიც რუსეთის პოლიტიკას ბოლო 12 წელია მართავს. მისტერ პუტინი, რომელიც 4 მარტის არჩევნების შედეგად ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადისთვის ემზადება, ისე იქცევა, თითქოს, რუსეთში არაფერი შეცვლილიყოს", - წერს The Washington Post.
აქვე აღნიშნულია, რომ რუსული გაზეთები არჩევნებთან დაკავშირებულ ერთადერთ საკითხზე არიან ფოკუსირებული;
"პუტინი გამარჯვებულად პირველ ტურში გამოცხადდება, რისთვისაც მას ხმების 50%-ზე მეტი დასჭირდება, თუ ის მეორე ტურის ჩატარებას დათანხმდება, რომელშიც ის მთავარ კონკურენტს დაუპირისპირდება", - აღნიშნავს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, ზოგი რუსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ პუტინი ჩვეულ ავტოკრატულ მმართველობას გააგრძელებს, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსების ყველაზე დიდი აჯანყების პროვოცირება მოახდინოს.
კომენტარები