1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟურნალ „თაიმის“ წლის ადამიანი რიგითი დემოსნტრანტი გახდა

ჩამოტვირთვა

ჟურნალ "თაიმის" წლის ადამიანი ერთ-ერთი რიგითი დემონსტრანტი გახდა. ჟურნალის ყდაზე არაბი ქალის ფოტოა დაბეჭდილი. წლის ადამიანი არაბული გაზაფხულის, ამერიკასა და რუსეთში მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გამოვლინდა. "თაიმი" წერს, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, რეალურად გავლენა აქვთ პროცესებზე და მდგომარეობას უკეთესობისკენ ცვლიან. ჟურნალი წლის ადამიანს ტრადიციულად, ყოველი წლის დეკემბერში ავლენს. კანდიდატებს ხმას მკითხველი აძლევს. წელს ონლაინ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დააგროვა, თუმცა რედაქციამ გადაწყვიტა, კონკრეტული პიროვნებები არ დაესახელებინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები