მსოფლიო
რუსეთში პუტინის წინააღმდეგ გამოსვლისთვის ემზადებიან
2011-12-13 14:53:47
ჩამოტვირთვა
სლავური გაზაფხულის ახალი ტალღა - რუსეთში პუტინის წინააღმდეგ მორიგი საყოველთაო საპროტესტო გამოსვლისთვის ემზადებიან.აქტივისტებმა მოსკოვის მერიაში განაცხადი უკვე შეიტანეს. კრემლის წინ 24 დეკებერს ათეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბება, ერთდროულად დემონსტრაციები რუსეთის 60 ქალაქში გაიმართება.
აქციის მონაწილეები აქტივისტების მობილიზებას ისევ სოციალური ქსელებით ახდენენ. კრემლი კი ბლოგერებზე და მედიაზე ზეწოლას განაგრძობს.
საგამომცემლო სახლ „კომერსანტში“ საკადრო წმენდა იწყება. საერთაშორისო საზოგადოება ისევ პრინციპულია და მოსკოვს აკრიტიკებს. პარალელურად, რუსეთის პოლიტიკურ არენაზე ახალი მოთამაშეც ჩნდება. მილიარდერი მიხეილ პროხარიოვი ,გაზაფხულზე პუტინის დამარცხებას აპირებს.
კომენტარები