1 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფერადი ქაღალდებისგან შექმნილი შედევრები

ჩამოტვირთვა

ამერიკელი მხატვარი ჯენ სტარკი ფერადი ქაღალდებისგან ნამდვილ შედევრებს ქმნის. ნამუშევრები, რისთვისაც ავტორი ფერადი ქაღალდების მთებს იყენებს, ძირითადად, გეომეტრიული სკულპტურებია. სტარკს ხელოვნებათმცოდნის განათლება აქვს, ის ფერადი ქაღალდებით მოგვიანებით დაინტერესდა. მიზეზი ეკონომიკური კრიზისი იყო, რამაც ხელოვანს იაფი სამუშაო მასალის მოძიება აიძულა. მისი ქაღალდის სკულპტურები ხელნაკეთია. მათ შექმნას ავტორი რამდენიმე დღეს ან კვირას ანდომებს. მორიგი ნამუშევრისთვის ჯერ ესკიზს ქმნის, მოგვიანებით კი ფერებს ირჩევს. ამის შემდეგ გამოჭრის პროცესი იწყება, რომლის დროსაც დანას, სახაზავს, ფანქარსა და, ზოგჯერ, კომპასსაც იყენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები