მსოფლიო
მოსკოვის ქუჩაში მამაკაცმა დანით 12 ადამიანი დაჭრა
2011-12-10 09:00:43
ჩამოტვირთვა
მოსკოვში, კორნეიჩუკის ქუჩაზე პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, როგორც გაირკვა, მამაკაცმა დაკავებამდე 12 ადამიანი დანით დაჭრა. თვითმხილველების განცხადებით, ეჭვმიტანილი ნებისმიერ შემხვედრს თავს ესხმოდა და ცდილობდა სასიკვდილო ჭრილობები მიეყენებინა. ამ დროისთვის დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა დგინდება. 27 წლის ალექსეი არბუზოვი იაკუტიიდან არის, მოსკოვში კი დროებითი ცხოვრების უფლება აქვს. როგორც ირკვევა, დამნაშავე ადრე ფსიქიატრიულ კლინიკაში აღრიცხვაზე აყვანილი არ ყოფილა, თუმცა უმიზეზო აგრესიულ ქცევებში იყო შემჩნეული. მის მიერ დანით დაჭრილი ადამიანები უახლოეს საავადმყოფოებში მოათავსეს. რამდენიმე მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ორი ქალბატონის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
კომენტარები