მსოფლიო
დაპატიმრებული დემონსტრანტები აშშ–ში
2011-12-08 12:50:22
ჩამოტვირთვა
აშშ-ში გუშინ საპროტესტო აქციის 60ზე მეტი მონაწილე დააკავეს. აქციაზე სახელწოდებით “დაიკავე ვაშინგტონი“ სხვადასხვა შტატებიდან ჩამოსული ათასობით ამერიკელი იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა დაპატიმრებები მას შემდეგ დაიწყეს რაც დემონსტრანტებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმციით აქციის მონაწილეებმა დემონსტრაციისსთვის ქალაქის ის მონაკვეთი აირჩიეს სადაც მსხვილი კომპანიების ოფისებია განლაგებული რითაც მათ მუშაობას ხელი შეუშალეს. შეგახსენებთ რომ ამერიკის მოსახლეობა მსგავს საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავს და სოციალური და ეკონომიკური პრბლემების გადაჭრას ითხოვს
კომენტარები