მსოფლიო
30 წლის მარია 9 თვის ბავშვის სხეულით
2011-12-01 18:30:23
ჩამოტვირთვა
ბრაზილიაში 30 წლის ბავშვი ცხოვრობს. მარია აუდეტე დო ნასკიმენტო 1981 წლის 7 მაისს დაიბადა, თუმცა დღემდე 9 თვის ბავშვის სხეული აქვს.
მარია კეარაში მამასთან და დედინაცვალთან ერთად ცხოვრობს. დედინაცვალი მასზე უკვე 13 წელია, დედის გარდაცვალების შემდეგ ზრუნავს. მარიას არ შეუძლია ლაპარაკი, საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და თავად ჩაცმა.
კეარის უნივერსიტეტის პროფესორები ვარაუდობენ, რომ 30 წლის ბავშვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს, შესაბამისად მარიას სხეულმა ვერ შეძლო ვერც გონებრივი და ვერც ფიზიკური განვითარება, მკურნალობა კი უკვე ძალიან გვიანია.
უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მარიას განკურნება მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი. უნივერსიტეტი ოჯახს ამ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. პროფესორებს სურთ, მარია უფრო დამოუკიდებელი გახდეს და მას სიარულში, ჭამასა და სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარონ.
კომენტარები