1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კადაფის შვილს ჰააგის ტრიბუნალს არ გადასცემენ

ჩამოტვირთვა

მუამარ კადაფის შვილს ჰააგის ტრიბუნალს, სავარაუდოდ, არ გადასცემენ. ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომლის მიხედვით, საიფ ალ ისლამი სასამართლოს წინაშე საკუთარ სამშობლოში წარსდგება. გარდამავალი საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ალ ისლამი იმ ერმა უნდა გაასამართლოს, რომლის წინააღმდეგაც მან დანაშაული ჩაიდინა. მუამარ კადაფის ვაჟს ბრალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ედება. გასულ ღამეს ლიბიაში დააკავეს კადაფის სპეცსამსახურის უფროსიც. აბდულა სენუსი ერთადერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც კადაფის დახვრეტის შემდეგ თავისუფალი რჩებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები