მსოფლიო
უცნაური გამოფენა ნიუ-იორკში
2011-11-21 14:35:54
ჩამოტვირთვა
ყოველი წლის ნოემბერში ნიუ-იორკი ადგილობრივებსა და ტურისტებს უცნაურ გამოფენაზე ეპატიჟება.
გამოფენაზე ცარიელი კონსერვის ქილებისგან შექმნილი სხვადასხვა სკულპტურები გააქვთ. არცერთი "მოქანდაკე" არაა შეზღუდული ნამუშევრის თემასთან დაკავშირებით. აქ შეხვდებით როგორც ტიტანიკის ”სკულპტურას”, ისე ლედი გაგას ფეხსაცმლის გიგანტურ ანალოგს.
გამოფენა ამჯერად World Financial Center-ში გაიმართა. მონაწილეები ერთმანეთს სამ კატეგორიაში ეჯიბრებიან: ყველაზე გონებამახვილური სკულპტურა, საუკეთესო ეტიკეტი და საუკეთესო კერძი.
უცნაური გამოფენის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ წლევანდელი ღონისძიება რიგით მეცხრამეტეა. ის 22 ნოემბრამდე გასტანს.
კომენტარები