მსოფლიო
მაგდა საიეგმა ქუჩას სამოსი მოუქსოვა
2011-11-21 13:44:58
ჩამოტვირთვა
ხელოვანმა მაგდა საიეგმა ქუჩის-არტში ახალი სიტყვა თქვა. მაგდა ქსოვს, თუმცა ტრადიციული სვიტერისა და წინდების ნაცვლად, ხელოვანი ტანსაცმელს ქუჩებს, მანქანებს, ხეებსა და შუქნიშნებს უქსოვს.
2005 წლიდან მაგდა კომპანია Knitta Please-სთან თანამშრომლობს. კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი და ხელოვანი ქუჩებისთვის გიგანტურ სამოსს ერთად ქსოვენ.
დიზაინერი ცდილობს თავის ქმნილებებში მხიარული ფერები გამოიყენოს, რათა გამვლელებს კარგი განწყობა შეუქმნას.
სამი შვილის დედა და ხელოვანი წარმოშობით ტეხასიდანაა და ამჟამად ჰიუსტონში ცხოვრობს. მის ქუჩის ტანსაცმელს პარიზში, აშშ-ში, იაპონიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში შეხვდებით.
კომენტარები