მსოფლიო
თეთრი სახლის მისამართით სროლაში ეჭვმიტანილი დააკავეს
2011-11-17 16:52:05
ჩამოტვირთვა
ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურებმა თეთრი სახლის მისამართით სროლაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 31 წლის ოსკარ რამირო ორტეგა ერნანდესი პენსილვანიის ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანეს.
ოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. სროლა თეთრ სახლთან 11 სექტემბერს მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი მანქანიდან გახსნეს, რომელმაც პრეზიდენტის რეზიდენციას მაღალი სიჩქარით ჩაუარა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ორი ტყვია იპოვეს, ერთი თეთრი სახლის ბაღში, მეორე კი ფანჯარასთან.
იმ დღეს, როდესაც თეთრ სახლს ესროლეს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ჰონოლულუში იმყოფებოდა.
კომენტარები