მსოფლიო
553-მეტრიანი ანძა გინესის რეკორდების წიგნში მეორედ შევიდა
2011-11-10 13:16:43
ჩამოტვირთვა
ტორონტოს ცნობილი ღირსშესანიშნაობა - 553-მეტრიანი სატელევიზიო ანძა, რომელსაც დღეს "სი-ენ ტაუერად" მოიხსენიებენ, გინესის რეკორდების წიგნში მეორედ მოხვდა. დღემდე ის პლანეტის მარჯვენა ნახევარსფეროს ყველაზე მაღალ ნაგებობად იყო მიჩნეული, ამიერიდან კი მას მსოფლიოს ყველაზე მაღალ ატრაქციონადაც აღიარებენ.
ატრაქციონი ტაუერის კოშკურაზე მიმაგრებული ნახევარი მეტრი სიგანის კარნიზზე ეწყობა. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს საშუალება აქვთ 356 მეტრი სიმაღლის ვიწრო კარნიზზე გაისეირნონ, რომელსაც მოაჯირიც კი არა აქვს.
ექსკურსიები გიდების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ეწყობა, 30-წუთიანი სახიფათო გასეირნება 150 მ მანძილს მოიცავს, ამიტომ ექსტრემალებს დამცავ ქამრებს უკეთებენ. კოშკის 50 სმ-იან კარნიზზე გასეირნების საშუალება ერთდროულად მხოლოდ 6 ადამიანს აქვს. ატრაქციონის ზედამხედველების განცხადებით, ეს სახიფათო ილეთი ნებისმიერი ასაკის ადამიანს ერთნაირად იზიდავს. მისი ყველაზე პატარა მონაწილე 13 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი 90 წლის იყო.
კომენტარები