2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მდინარაძე - ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ყველაფრის თქმა მოგვიწიოს

გამახსენეთ ერთი ტერმინი ან ფრაზა, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკას ომი უნდა. ადამიანი გვამხელს სიცრუეში და გვეუბნება, რომ ტყუილია ის, რომ ამერიკას ომი უნდა, ჩვენ გლობალური ომის პარტიაში არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს. მაინც და მაინც გვაძალებენ, რომ თქვენ ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ.

ტყუილში მხილება გადაწყვიტეს ტყუილით. ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას. გლობალურ ომის პარტიას რაც შეეხება, ესენი არიან ძალები, რომლებიც მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებთ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის ბატონი ტრამპის მკვლელობის ინტერესებს, ფიცოს მკვლელობის ინტერესებს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძე ირიბი მუქარის ინტერესს და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისა და მის მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ისმება კითხვები.

არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ეგრეთწოდებული წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ასე შემდეგ.

ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე, თუ ეს ვერსია არასწორია, მაშინ სწორი ვერსია რა არის? რატომ აკრიტიკებენ საქართველოს უსამართლოდ?

ჩვენ ამ ძალებს გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ და ვიღაცამ სხვა ქვეყნის მოქალაქემ თუ პოლიტიკოსმა უნდა დამითქვას მე, საქართველოს მოქალაქეს და ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობის ერთ-ერთ ლიდერს, რა დავარქვა და რა ვუწოდო? კონგრესმენი კი არა, ვინც უნდა ის იყოს! ვაშაძეს შევეკითხო?

საქართველო არასდროს შეცვლის კურს, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის რასაც ჩვენ ვახორციელებთ, რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია. თუ ვინმეს უნდა კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი ცალ ფეხზე დგომით, ამაზე ვერ წავყვებით. ჩვენს პარტიულ სლოგანში ეს სიტყვა შემთხვევით არ ჩაგვიწერია - მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ“, - თქვა მამუკა

მდინარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები