0 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„Porsche Taycan საუკეთესო ელექტრომობილი“ - „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი კამპანია

ალბათ უკვე შენიშნავდით თბილისის ქუჩებსა და  სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფერის მხატვრულ-ინფორმაციულ ბანერებს, რომლებზეც მსოფლიოში საუკეთესო ელექტრომობილი - Porsche Taycan-ია გამოსახული. კრეატიული,  ინოვაციური, ესთეტიკური და ინფორმაციული კამპანია, ისეთი, როგორიც თავად მოდელია, „პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ დაიგეგმა.

ბანერები, რომლებიც გლობალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, „პორშეს“ პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, უნიკალურობას წარმოგვიდგენს. ეფექტური პრინტებით და წარწერით, Taycan-ი სხვადასხვა იდეალებთან არის გაიგივებული. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სრულად ელექტრო პორშე ტაიკანი მსოფლიოს საუკეთესო ელექტრომობილია.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი: კამპანია, რომელიც ახლახანს ჩავუშვით, მიმართულია პორშეს სრულად ელექტრო ტაიკანის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ. თითოეული ბანერი მარტივი და კრეატიული გზით გადმოგვცემს თუ როგორია ტაიკანი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ შესაძლებლობებს.

კრეატიულ პრინტ კამპანიას ამყარებს ის ვიდეო კამპანია რომელიც ასევე Porsche Taycan-ის შესახებ შევქმენით და სადაც მეტად რაციონალურად, კონკრეტული ფაქტების, მიღწევებისა და მაჩვენებლების დემონსტრირებით აღვწერეთ, ის, თუ რატომაა Porsche Taycan საუკეთესო ელექტრომობილი. 

როგორც წინა კამპანიის გამოცდილებამ გვაჩვენა, დაინტერესება კვლავ დიდია პორშეს ყველაზე ინოვაციური მოდელის მიმართ და ვფიქრობ, აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ტაიკანთან დამეგობრების სურვილს.“

Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც პორშე ტაიკანი პირველად გამოჩნდა მსოფლიოში, ის იყო პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია. 

Porsche Taycan 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც „ყველაზე ინოვაციური მოდელი“. ის ასევე გინესის მსოფლიო რეკორდსმენია - ელექტრო ძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტის გავლაში. Taycan-მა 55 წუთის განმავლობაში 210  შემოვლა განახორციელა 200-მეტრიანი დრიფტის წრეზე და, სულ, 42 კილომეტრი დაფარა. Taycan-მა გამორჩეული სპორტული შესაძლებლობები „ნიურბურგრინგის“ ლეგენდარულ ტრასაზეც დაამტკიცა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სარბოლო ზოლი, რომლის სიგრძეც 20,6 კმ-ია, ტაიკანმა, სულ რაღაც, 7 წუთსა და 33 წამში დაფარა.

ოთხკარიანი სპორტული ელექტრომობილი, მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911. სრულად ელექტრო Porsche Taycan-ის Turbo S-ს 761 ცხენის ძალა აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/ს-ია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ/სთ – 2.8 წმ.

Porsche Taycan აერთიანებს ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათანადო მეგზურობას გაგიწევთ თავგადასავლების ძიებაში: მართვის რეჟიმები, მაღალი კლირენსი, ტევადობა, სიმძლავრე და სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი სისწრაფე, რომელიც დინამიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა.

გერმანული ბრენდის ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, შეძენა „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, კონფიგურატორის დახმარებით თავად შექმნას თავისივე ოცნების ავტომობილი.

--

პორშე ცენტრი თბილისი „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...