0 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავარაუდოდ მხოლოდ მცირედით ნაკლები შერბილების საბაზო სცენარი

 

საქართველოს მაკროეკონომიკური დინამიკის მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისი იყო. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია. სავალუტო შემოდინებების კუთხით, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ხვედრითი წილი უფრო ზომიერია. კერძოდ, ბოლო დაახლოებით ერთი წლის მონაცემებით, წილი ტურიზმში, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 6.5%-ს, გზავნილებში კი 5.4%-ს შეადგენს. საქონლის ექსპორტში, იმპორტსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ანალოგიური მაჩვენებლები მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებშია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას სავალუტო შემოდინებების უფრო ნორმალიზების, ვიდრე გაუარესების კუთხით.

 

ასევე საყურადღებოა, რომ 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ვალუტების მიხედვით ყოველდღიურ დინამიკაში, რაც ხშირად ე.წ. სენტიმენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი საზომია, გაუარესება არ იკვეთება და როგორც ეს სებ-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ კვირაში აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით, თითქმის 50 მილიონიანი ინტერვენცია ერთჯერად გარემოებებს უკავშირდებოდა. ამასთან, ნეგატივია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკის 10 წლიან სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საქართველოს მსგავს ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელების მხრივ მართალია არა ერთადერთი, თუმცა ანგარიშგასაწევი პარამეტრია. ისევე, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე სადღეისოდ არსებული მოლოდინები დოლარის განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი საბაზო სცენარი მცირედით დაკორექტირდა. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის აზრით, მიმდინარე წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმდინარე 10%-დან 9.5%-მდე შემცირება კვლავ რეალისტურია, თუმცა როგორც ჩანს, ახლა უკვე უფრო ნაკლებად შემცირების გარკვეულწილად მეტი ალბათობით. მომდევნო წელს კი, თიბისი კაპიტალის საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, 8%-იანი საბაზო სცენარი 0.25 პროცენტული პუნქტით იზრდება და 8.25%-ს შეადგენს.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...