სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით პარტიამ გაააქტიურა ორგანიზაციული რეფორმები და გადადგა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და აღნიშნულ გეგმაზე სრული კონცენტრირება. ამ ფონზე, გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო გვიხდება ამ განცხადების გაკეთება, რაც სხვა შემთხვევაში ჩვენთვის არ იქნებოდა პრიორიტეტული.
ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში.
შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ.
უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით. ჩვენ არ ვაპირებდით ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, რადგანაც ეს არ არის ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და არ ეხება ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებს, თუმცა რადგან რამდენიმე ადამიანმა საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად გადაწყვიტა მცდარი ინფორმაციის გავრცელება, შევთანხმდით, რომ აუცილებელი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის დაფიქსირება.
რუსული ოცნების სტრატეგიაა საზოგადეობაში გააჩინოს უიმედობა და ნიჰილიზმი. ამ მიზნით მათ არაერთხელ უცდიათ პროვოკაციების მოწყობა და ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირების სურათის შექმნა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების მიერ განხროციელებული ნაბიჯები და განცხადებები ნებსით თუ უნებლიედ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. აგრეთვე აღნიშნული ქმედებები ქმნიან ხელსაყრელ გარემოს, რათა ოლიგარქის მიერ მიტაცებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა პარტიის აქტიურ წევრებზე ყალბი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა წამოიწყონ.
ქვეყანა სოციალური და ეკომომიკური კუთხით უმძიმეს მდგომარეობაშია, ასიათასობით მოქალაქე ტოვებს საქართველოს, მუდმივად მიმდინარეობს ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება, გამომჟღავნდა ხელისუფლების რუსული კავშირები და პრორუსული პოლიტიკა. ოლიგარქის სისტემა ირყევა. საზოგადოების აზრი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა - ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია ქვეყნის ევროპული პერსპექტივისათვის. ამ ვითარებაში, მთავარი აქცენტი ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დამარცხებაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი “რუსული ოცნების” სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას. რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, რაზეც დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე პარტიაში დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამომრჩეველთან. ამავე დროს, “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანია სტრატეგიაში - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, დაჩქარებული ტემპით აუცილებელი რეფორმების გატარება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წინაპირობა.
ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, როგორ დავაჩქაროთ ოლიგარქის მმართველობის დასასრული საქართველოში. ჩვენთვის პარტიის არჩეული თავმჯდომარის და პარტიის მმართველობის მიმართ კრიტიკული და საქმიანი შენიშვნები მისასალმებელია. ამავე დროს, შეურაცხყოფა და ურთიერთობის ქუჩური წესი მიუღებელი და დაუშვებელია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაუხვევს ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილების არჩეულ სტრატეგიას და ამ გზაზე აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ეს იდეა არის მნიშვნელოვანი. ძალა ერთობაშია!
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები