2 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – საგამოძიებო სამსახური

“წყნეთში კაცმა გაქცევა დააპირა, პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა” – განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელძღვანელმა კოკა კაციტაძემ წყნეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გააკეთა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შებოჭვისას დაკავებულ პოლიციელს იარაღიდან გაუვარდა.

“საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცასეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა”.- თქვეს ბრიფინგზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩაატარეს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები – დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები. გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც დააკავეს პოლიციის დეტექტივი.

“ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები”. – ამბობენ სპეციალურ საგამოიებო სამსახურში

შეგახსენებთ, მკვლელობა წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე გუშინ, 18 აპრილს მოხდა. დაკავებულია შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები