2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ასეთი იქნება საველე ჰოსპიტალი თბილისში

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი კეთდება. ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება მიმდინარეობს.

 ჯანდაცვის სამინისტროს  აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

 

11 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ სამინისტრო უკვე ზრუნავს იმ სივრცეების მობილიზებაზე, სადაც, შესაძლოა ე.წ. საველე ჰოსპიტლები განათავსონ. ტიკარაძის თქმით, ეს მისთვის ძალიან არასასურველი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა შიდა ჯგუფებში მაინც საუბრობენ ე.წ. საველე ჰოსპიტლების საჭიროებაზე.

 

interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები