1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

„რაც უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება პროსტატის კიბო, მით უფრო აგრესიულად მიმდინარეობს ის“ - ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი

პროსტატას კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მამაკაცებში. მისი ასაკობრივი ზღვარი საშუალოდ 50 წლიდან იწყება და მკვეთრი სიმპტომები არ ახასიათებს, თუმცა ის უმნიშვნელო ცვლილებებიც კი საყურადღებოა, რომლებიც პროსტატის კიბოზე მიანიშნებენ.

კიდევ რომელი უროლოგიური დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, ამის შესახებ კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი გვესაუბრება:

რომელი უროლოგიური დაავადებებია ყველაზე მეტად გავრცელებული როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში?

ქალებსა და მამაკაცებში ხშირია შარდკენჭოვანი დაავადება, ასევე საშარდე გზების ინფექცია.

- მხოლოდ მამაკაცებში გავრცელებულია პროსტატის კიბო - ნომერ პირველი ონკოლოგიური დაავადება სიხშირის მიხედვით, კანის კიბოს, მელანომის შემდეგ . ასევე გავრცელებულია პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე, თუმცა ორივე ემორჩილება მკურნალობას, თუ დროულად მოხდება მათი აღმოჩენა. რაც შეეხებათ ქალებს, ორმოც წელს ზემოთ საკმაოდ ხშირია შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, შარდის შეუკავებლობა, რაც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული - მათ შორის დიდი ნაყოფით მშობიარობით, მშობიარობისას მიღებული ტრავმით, სიმძიმეების ხშირად აწევით და ა.შ.

- რა ასაკიდან იწყება პროსტატის კიბოს გამოვლენა?

- საშუალოდ, 50 წლის ასაკიდან გვხვდება პაციენტებში და თუ ამ ასაკში კიბო აგრესიულად მიმდინარეობს, ეს ძალიან ცუდი პროგნოზის მიმანიშნებელია. რაც უფრო გვიან ასაკში გამოვლინდება და დადგინდებაპროსტატის კიბო, მით უფრო ნაკლებად აგრესიული და აქტიურია ის.

- რა სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ სიმსივნეს?

- ზოგადად, რაიმე კონკრეტული სიმპტომი, მხოლოდ პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი არ არსებობს, თუმცა მოშარდვის აქტის დარღვევის პირველივე ნიშნები, როგორიცაა გახშირებული, მტკივნეული შარდვა, სისხლიანი შარდის არსებობა, მოშარდვის დროს ტკივილი, შარდვა ღამის საათებში - ეს ყველაფერი შესაძლოა საგანგაშო იყოს, ამიტომ პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე პაციენტმა სასურველია მიმართოს ექიმს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი სიმპტომები ახასიათებს როგორც პროსტატის კიბოს, ასევე პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასა და პროსტატის აბნთებას. ამდენად ასეთ დროს სათანადო გამოკვლევების ჩატარებას ( ულტრაბგერითი კვლევა, სისხლის სპეციალური გამოკვლევა პროსტატო სპეციფიკურ ანტიგენზე და მის დერივატევბზე, საჭიროებისას კი პროსტატის ბიოპსიის წარმოება, დიაგნოსტიკაში გადამწყვეტ როლს იძენს.

რა ტიპის ოპერაციები კეთდება კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში?“

- პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის დროს მთელს საქართველოში მხოლოდ „ჯანმრთელობის სახლში“ კეთდება პროსტატის კიბოს ბრაქითერაპია, რომელიც გულისხმობს პროსტატის ქსოვილში პატარა ზომის რადიაქტიული მარცვლების ჩანერგვას. ამ პროცედურის სწორ წარმართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით მკურნალობის (რადიაქტიური მარეცვლების ჩანერგვის) სწორ დაგეგმვას. სიზუსტით ჩანერგილი მარცვლები ძალიან კარგ შედეგს იძლევა მკურნალობის დროს. აღნიშნული პროცედურა გაუტკივარებით კეთდება. ასევე ტარდება თირკმლის, ღვიძლის მცირე ზომის სიმსივნეების აბლაცია რადიოსიხშირის ტალღებით, რაც ასევე საოპერაციოში და გაუტკივარებით კეთდება.

რომელ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებთ სხვადასხვა პროცედურების დროს?

- შარდკენჭოვანი დაავადების დროს ჩვენ ძალიან ფართოდ ვიყენებთ სპეციალურ აპარატურას, რომელიც გამოიმუშავებს დარტყმით ტალღას და სწორედ მის საშუალებით ხდება კენჭების ფრაგმენტებად დაშლა. ვადგენთ კენჭის ზუსტ ლოკალიზაციას და შემდეგ მუდმივი ექოსკოპიური დაკვირვების რეჟიმში ხდება კენჭის დაქუცმაცება - ფრაგმენტირება. განასაკუთრებით ფასეულია ამგვარი მკურნალობაშარდსაწვეთის ჭვალის დროს. რამდენიმე ათეული პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ყოველგვარი ტკივილისგან თავისუფლდება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მკურნალობის მეთოდი, რომელიც არის ძალიან სწრაფი და ამავე დროს ხარისხიანი. ასევე ერთადერთი დაწესებულება ვართ სადაც ხდება ასოს ვასკულარიზაციის აღდგენა იმპულსური თერაპიის მეთოდით.

შემოგვიერთდით ფეისბუქზე - https://www.facebook.com/hhealthhouse/

ტელ: 2 25 90 50; 2 25 90 70

მის: წინანდლის 9/20

კომენტარები

მსგავსი სიახლეები