1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძილი და წონა - რჩევები კლინიკა „ენმედიცი“-სგან

ძილი გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში რიგი ჰორმონების დონეზე. მადის სტიმულაციასა და დათრგუნვაში მთავარ როლს თამაშობენ ჰორმონები - ლეპტინი და გრელინი. 

ლეპტინი გამომუშავდება ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედებში და იწვევს შიმშილის დათრგუნვას. ამ ჰორმონს უწოდებენ „ნაყროვანების ჰორმონს“, რადგან მისი გამოყოფა მადას ამცირებს. ლეპტინის ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნის მძიმე ფორმა. ჰორმონი გრელინი გამომუშავდება კუჭის ენდოკრინულ უჯრედებში. მას უწოდებენ „შიმშილის ჰორმონს“, რადგან ის ასტიმულირებს მადას.

ჯანმრთელ ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვს სჭირდება 7.5-8 საათიანი სრულფასოვანი ძილი დღეღამეში. ძილის ნაკლებობა იწვევს სისხლში ლეპტინის დონის დაქვეითებას, გრელინის დონის გაზრდას. ამის საპასუხოდ კი იზრდება მადა და ადამიანი ბევრს ჭამს. როდესაც ორგანიზმი დასვენებული და გამოძინებულია ლეპტინი საჭირო რაოდენობითაა და ადამიანსაც ნაკლებად უნდა ჭამა.

ღამის ძილის დროს ჰიპოფიზში გამომუშავდება უფრო მეტი ზრდის ჰორმონი, ვიდრე სიფხიზლისას.ზრდის ჰორმონი ასტიმულირებს ორგანიზმის ზრდას, კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებას. ზრდის ჰორმონი იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას ორგანიზმში. რაც უფრო მაღალია მეტაბოლიზმი,მით უფრო მეტად იხარჯება ენერგია, რაც განაპირობებს სწრაფ გახდომას.

კორტიზოლი ანუ სტრესის ჰორმონი გამომუშავდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის დროს. გახდომისთვის ეს ჰორმონი არც თუ ისე კარგია, რადგან იწვევს ცხიმის დაგროვებას, სისხლში გლუკოზის დონის მომატებას.რვა საათიანი ღამის ძილი უზრუნველყოფს კორტიზოლის დონის შემცირებას სისხლში. არასაკმარისი ძილის დროს იზრდება კორტიზოლის დონე.როდესაც ადამიანი ცდილობს გახდეს, აუცილებელია ამ ჰორმონის დონე სისხლში იყოს დაბალი.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ითვალისწინებს არა მარტო ფიზიკურ აქტივობას და ბალანსირებულ კვებას, არამედ სრულფასოვან ძილსაც.

ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნინო ქორეულაშვილი.

შემოგვიერთდით ფეისბუქზე: https://www.facebook.com/enmedic/

„Enmedic clinic“

მის: წინანდლის ქ. №9, 0144 თბილისი (300 არაგველი), არაყიშვილის ქ. №2, 0179 თბილისი

ტელ: (+995) 32 2 774 000,(+995 32) 2 483 838 www.enmedic.ge


კომენტარები

მსგავსი სიახლეები