0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის ეკიპაჟს ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი სასაზღვრო პოლიციის პილოტებს და ვერტმფრენის ეკიპაჟს ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისაგან სახელმწიფო ჯილდო ვერტმფრენის ეკიპაჟს მაღალი რისკის შემცველი სამაშველო ოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის გადაეცემა.
"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების გმირობა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ურთულეს მეტეოპირობებში, წყლის ზედაპირზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელეს.
მათი სიმამაცე, პროფესიონალიზმი საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უდაოდ დასაფასებელია და მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თაობებისათვის“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები