0 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„შენი სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად”

ჩამოტვირთვა

”მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარამარა, მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი! და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი, შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად, ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს, ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა, ხო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად”!!! რჩეულს სიყვარულში ოქტომბერს გამოუტყდა, ქალისთვის ფეხსაცმლის ფორმის დანა ჩუმად ჩანთაში ჩაუდია და დაუმატებია: –თუ გიღალატო, ამ დანით მომკალიო. სიკვდილის შემდეგ, ნინო ახვლედიანი დანას მთელი სიცოცხლე გულის ჯიბით ატარებდა. მალე პოეტი ფრონტზე გაიწვიეს. წასვლამდე ნინო უნახავს ... ერთმანეთს ჩვეულებრივ დაშორდნენ უნივერსიტეტის ეზოში, უჩვეულო კი ის იყო, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო, მალე ნინოს ფრონტიდან წერილი მოუვიდა: „შენ 20 წელი გებევრებოდა, მე ასებს ვითვლი…“ 27 წლის პოეტი დასავლეთ დვინის გადალახვისას მოკლეს. “მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები, ჩემს შეპირებას ანანდგურებენ. და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არ დაბრუნების“. მირზა გედეონის ძე გელოვანი 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში დაიბადა. მირზამ ბავშვობა ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა. მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935–იდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. 1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა “ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა პოეტის შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას. 1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. „არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები“… „ და დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“… წერდა ფრონტიდან პოეტი, თუმცა 1944 წელს მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა... პოეტს სიყვარული ადრეულ ასაკში ეწვია, თავადვე წერს, რომ პირველად მომვლელი ბოშა ქალი შეჰყვარებია, არც ქალი დარჩენილა გულგრილი, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელებაზე თავად უთქვამს უარი. თავი უღირსად ჩაუთვლია და გზიდან ჩამოცლია. შემდეგი სიყვარული შოვის სანატორიუმში ეწვია. სწორედ აქ გაიცნო ნინო ახვლედიანი, რომლის ერთგულიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ნინო გვიან გათხოვდა. მემკვიდრე არ შეეძინა. 5 უკრაინელი ბავშვი იშვილა და გამოზარდა... როგორც თავის მოგონებებში აღნიშნავს, მისთვის ქმარს უთქვამს, მირზა ომიდან რომ დაბრუნებულიყო, ჩემი ხელით გაგიმზადებდი მზითევს და გაგაყოლებდიო... ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: „ჩვენს ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“. ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები