2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემია“ - რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი

 

🔵 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა

🔵 „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწყო

„თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე წლებია, რეგიონში პროფესიული განათლების განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ამის დასტურია ის საერთაშორისო ტრენინგები, რომლებსაც „თეგეტა აკადემია“ როგორც ადგილობრივად, ისე საზღვრებს მიღმა მართავს. სწავლება ჰოლდინგისა და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლების პროფესიულ გადამზადებას გულისხმობს. გამონაკლისი არც 2024 წელია. მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 15 საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა, რომლებსაც 150-ამდე მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყო Porsche-ს სატესტო ტრენინგები, რომლებიც Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობით გაიმართა.

Porsche Central and Eastern Europe s.r.o-თან პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუ „თეგეტა აკადემია“ ოფიციალურ წარმომადგენლად შეირჩევა, ის უმასპინძლებს Porsche-ს მექანიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იქნება მოლდოვა, ისრაელი, სომხეთი, ყაზახეთი და სხვა.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: თეგეტა აკადემია“ კომპანიის პარტნიორ ყველა ბრენდთან თანამშრომლობს, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონში ცოდნის გაზიარებასა და ავტოინდუსტრიის განვითარებას. ახლახან თანამშრომლობა დავიწყეთ Porsche-სთანაც, რაც ნიშნავს იმას, რომ აკადემია იქნება მთავარი შეხვედრის ადგილი Porsche-გამოცდილი ტრენერებისა და რეგიონის დილერების წარმომადგენლებისთვის. პირველი ეტაპი - სატესტო ტრენინგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით გავიარეთ.

ვიმედოვნებთ, რომ „თეგეტა აკადემია“ გახდება სატრენინგო ჰაბი Porsche-სთვისაც და სწორედ ჩვენ ვუმასპინძლებთ წამყვან პროფესიულ ტრენინგებს, ინფრასტრუქტურით უზრუნველვყოფთ რეგიონს“.

„თეგეტა აკადემიამ“ ამ მიმართულებით უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მიმდინარე თვეში წარმატებით განახორციელა სამი სასწავლო კურსი: HV Battery Training , DME Basic, Electric Basic. ტრენინგების პრაქტიკული ნაწილის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული თეორიული ცოდნა გამოეყენებინათ პრაქტიკულ დავალებებში რეალურ ავტომობილთან Porsche-ს სერვისცენტრში.

„თეგეტა აკადემიისთვის“ განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო 2024 წელი. კომპანიამ 140-ამდე სატრენინგო საათსა და, ჯამში, 15 საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. მათ შორის იყო Bridgestone-ის ბრენდის ტექნიკური ტრენინგი. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრენდის მახასიათებლებისა და სეზონურობის შესახებ. აკადემიამ ასევე უმასპინძლა Bosch-ის, Febi-ის, Westalake-ის, MILWAUKEE-ის, Hengst-ისა და სხვა წამყვანი ბრენდების ტრენინგებს.

„თეგეტა აკადემიისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანია MAN-თან თანამშრომლობა. უახლოეს გეგმებში „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ თანამშრომლების გადამზადება და რეგიონული ტრენინგების დანერგვაა.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“დირექტორი: „MAN-თან თანამშრომლობით ინტენსიურ ტრენინგებს ყოველ წელს ვმართავთ. თუმცა ამჯერად სიახლე ის არის, რომ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას რეგიონული ჰაბის სტატუსის მოსაპოვებლად. MAN-თან თანამშრომლობით იგეგმება კვლევები რეგიონის ბაზრის შესასწავლად. კერძოდ, გვინდა დავადგინოთ, რა ტიპის ტრენინგებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა, რის შემდეგაც „თეგეტა აკადემიის“ ადგილობრივ ტრენერებს გადავამზადებთ MAN-ის სტანდარტის შესაბამისად და ისევე, როგორც Porsche-შემთხვევაში, სამომავლოდ შევძლებთ სასტარტო ტრენინგების გამართვას დამწყები მექანიკოსებისთვის. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან MAN-ის მიერ სერტიფიცირებას მოითხოვს. ამ ეტაპზე 2 სერტიფიცირებული ტრენერი უკვე გვყავს და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ.

თეგეტა ჰოლდინგი“ 300-ზე მეტი ცნობილი ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი პარტნიორები სისტემატურად აუმჯობესებენ ტექნოლოგიებს, რაც, ბუნებრივია, სერვისს ართულებს. შესაბამისად, როგორც ამ ბრენდების, ისე „თეგეტა ჰოლდინგის“ ინტერესშია, ჩვენი მექანიკოსები იყვნენ კვალიფიციურები, გამარტივდეს სატვირთო თუ მსუბუქი ავტომობილების შეკეთება, დავამატოთ ახალი სერვისები და მოვემსახუროთ მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებს“.

ტრენინგების თვალსაზრისით „თეგეტა აკადემიისთვის“ 2023 წელიც დატვირთული იყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ გასულ წელს 50 საერთაშორისო ტრენინგი გამართა. პარტნიორი ბრენდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი გაზიარება კომპანიის უცვლელი პრიორიტეტია. ამ მიზნით ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

-

თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:09

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად...

      თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.    თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...

  • 12:59

    გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის...

    თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...

  • 12:56

    რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - ...

      ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...

  • 14:45

    თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance M...

    გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3...

  • 11:54

    თიბისიმ უცხოურ კომპანიებს ტექ გამოცდილება გაუზიარა...

    საერთაშორისო დისტრუბუტორული კომპანიიის, Bakotech, მეშვეობით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა ტექ მიმართულებით შეხვედრა. თიბისიმ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ კომპანიებს, ABB, Kapital Bank, Un...

  • 21:15

    თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 2024 გაიმართება...

    თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით შატო ბუერას რთველის ფესტივალი ...

    22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი - შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს. რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მ...