0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, აუდიტორული კომპანია Nexia Georgia ახალი სამუშაო სივრციდან აგრძელებს ოპერირებას

აუდიტორული კომპანია Nexia Georgia, თიბისის მხარდაჭერით გაფართოვდა და ახალი სივრციდიან აგრძელებს ოპერირებას. 1500 კვ.მ ფართობის ოფისი მულტიფუნქციურ კომპლექსში - King David-ში მდებარეობს. პროექტის ინვესტიციაში თიბისის თანამონაწილეობა 4 მილიონამდე ევროს შეადგენს.

 

სამუშაო სივრცის პარალელურად, Nexia Georgia-ს ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრი - „ნექსია აკადემიაც“ გაფართოვდა, რომლის მიზანიც ბიზნეს სექტორისთვის პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

 

Nexia Georgia 2014 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას - Nexia International-ს და წლებია, ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ქსელი მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტ ოფისს აერთიანებს.

 

Nexia Georgia 700-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს ემსახურება ბუღალტერიის, გადასახადების, აუდიტის, კონსალტინგისა და იურიდიული მიმართულებებით. მისი სერვისი, ასევე, მოიცავს პარტნიორი კომპანიების ციფრული ტექნოლოგიებითა და ლიცენზირებული პროგრამებით უზრუნველყოფას.

 

Nexia-ს ქართული ოფისი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და აუდიტორული სფეროს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში.

 

2016 წელს შექმნილი „ნექსია აკადემია“ ფინანსურ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ტრენინგ ცენტრია, რომელიც სასწავლო კურსებს, სემინარებს, ვებინარებსა და ღია კარის დღეებს მოიცავს. აკადემიის ტრენინგებს უძღვებიან, როგორც Nexia-ს პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე, მოწვეული პროფესიონალები.

 

Nexia Georgia წელს 10 წლის ხდება. კომპანიის დაფუძნების დღიდან, თიბისი Nexia-ს ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები