1 5 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის 2023 წლის დემო დღეები- შემაჯამებელი ღონისძიება

თიბისიმ შემაჯამებელი დემო დღე ჩაატარა, სადაც წლის განმავლობაში ჩატარებული დემო დღეები და განხორციელებული პროექტები განიხილეს. დემო დღეს ეჯაილ გუნდები იკრიბებიან და კოლეგებს, დაინტერესებულ მხარეებსა თუ ლიდერებს შიდა თუ გარე მოხმარების მუშა ფუნქციონალებზე ინფორმაციას უზიარებენ. ასევე, იღებენ უკუკავშირს, რითაც პროდუქტებსა და პროცესებს აუმჯობესებენ. თიბისიში დემო დღეების პრაქტიკა აქტიურად 2023 წელს დაინერგა. წლის განმავლობაში 10 დემო დღე ჩატარდა და 100-ზე მეტი ინკრემენტი გაზიარდა.

 

დემო დღეებს, უშუალოდ თიბისიში, რამდენიმე დატვირთვა და მიზანი აქვს - ერთ-ერთი ბანკის მასშტაბით გამჭირვალობის შექმნაა. ამასთან ერთად, მთავარი მიზანი იტერაციული და ინკრემენტალური პროცესის გაძლიერებაა, ეს კი გულისხმობს იმას, რომ გუნდები მოკლე ვადებში ისეთ ფუნქციონალებს ქმნიან და ასაჯაროებენ, რომლებიც სამომხმარებლო გამოცდილებას აუმჯობესებს, შესაძლო ხარვეზებს აღმოფხვრის და პროდუქტის ღირებულებას ზრდის.

 

“კომპანიის დემო დღე, გუნდებისთვის კარგი შესაძლებლობაა, დაინტერესებულ მხარეებს გააცნონ მათ მიერ მოკლე დროში შექმნილი ღირებულება. მაგალითად, გუნდები 2-4 კვირაში გამოყენებად, ღირებულ პროდუქტებს ქმნიან. მომხმარებლისთვის პროდუქტის სწრაფად მიწოდება სწრაფი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა, რაც საბოლოო ჯამში გვეხმარება მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევქმნათ. ამასთან ერთად, დემო დღე უზრუნველყოფს ორგანიზაციაში გამჭირვალე პროცესის შექმნას, სადაც ლიდერები და გუნდები მომხმარებლის თვალით აფასებენ ინკრემენტებს. ფორმატითა და შინაარსით დემო დღის ღონისძიება Agile ღირებულებებსა და პრინციპებს პირდაპირ ეხმიანება”.  ლევან სილაგაძე , თიბისის Agile მწვრთნელი.

 

თიბისის, როგორც რეგიონის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიის, მისია მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივებაა. ამ მიზნით, კომპანია არაერთ ინიციატივას ანხორციელებს - მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ღონისძიება დემო დღეა, რომელიც ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები