0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,შევეშვათ ამ კაცს, საკმარისზე მეტი მოხვდა, არ ყოფილა მთლად წყალწაღებული… ” – შარაძე

ილო ბეროშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე ეხმაურება და წერს:

"მოუხდია ბოდიში ილო ბეროშვილს. ბერბიჭაშვილი უნდა მეთქვა და მექანიკურად წამომცდაო. მისი ბაბუა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ყოფილა ოდესღაც და ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, მათ შორის გურამ შარაძეზეო. ბაბუისგან კარგის მეტი რა უნდა გაეგო?!

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, შევეშვათ ამ კაცს. საკმარისზე მეტი მოხვდა. რამდენად გულწრფელია მისი ახსნა-განმარტება, აღარ მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა ასეთ მძიმე შეურაცხყოფასა და გულსტკენას მომენტალურად ვერ შველის, მაგრამ გამიხარდა. ე.ი. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, ხვდება და აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანები ვართ და შევუნდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე "განიარაღებული” ვარ”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები