1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

IRI - ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია უბნების დაკომპლექტების დროს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს გასცდა

ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია უბნების დაკომპლექტების დროს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს გასცდა, - ამის შესახებ ნათქვამია IRI-ს გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშში.

საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში სამუშაოდ შერჩეულთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ ქალები, ასევე, შემოსულია მეტი განაცხადები ახალგაზრდებისგან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი პარტიისთვის - „სახელმწიფო ხალხისთის“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ - საარჩევნო რიგითი ნომრის ადრეული მინიჭებამ მათ უპირატესობა მისცა საარჩევნო კამპანიაში, რაც უთანასწორობის განცდას ზრდის. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საარჩევნო უბნების დაკომპლექტების საკითხი და გამოთქმულია ვარაუდი, რომ ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ წინასწარ განსაზღვრული სიები გამოიყენა.

„საოლქო საარჩევნო კომისიებმა ღია სხდომაზე უნდა შეარჩიონ პროფესიონალი, უპარტიო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები წარმოდგენილი რეზიუმეების საფუძველზე. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოიყენა წინასწარ განსაზღვრული სიები, საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების დროს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დაადასტურა, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ოთხ საარჩევნო ოლქში. სამტრედიაში (იმერეთი) - 300 შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან 256 წინასწარ იყო განსაზღვრული; ქობულეთში (აჭარა) - თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი წინასწარ იყო განსაზღვრული; სენაკში (სამეგრელო) - 282 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან 255 წინასწარ იყო განსაზღვრული; ოზურგეთში (გურია) - თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი წინასწარ იყო განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა დოკუმენტურად ასახეს რიგი არაოფიციალური მტკიცებულებებისა წინასწარ განსაზღვრულ სიებთან დაკავშირებით, ეს პრეტენზიები ძირითადად მაინც უკავშირდება შეხედულებებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები გამოირჩევიან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსადმი“ ერთგულებით და/ან განიცდიან მათგან ზეწოლას, საუბნო საარჩევნო კომისიების მმართველი პარტიის მხარდამჭერებით დაკომპლექტების მიზნით”, - ნათქვამია ანგარიშში. 

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საოლქო საარჩევნო კომისიები წინასწარ ირჩევდნენ თავიანთ ექვს კანდიდატს სხდომაზე დროის დაზოგვის მიზნით და არა მმართველ პარტიისთვის უკანონო ან არაპროპორციული უპირატესობის მინიჭებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები