1 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ ეს ტელეარხი უცვლელი დარჩეს, მთავრობაა"

რუსთავი 2-თან დაკავშირებულ კითხვას დღეს პრემიერმა უპასუხა.

„მოდით ვილაპარაკოთ არჩევნებსა და მედიაზე. საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ცოცხალი მედიაა. არის მოლოდინები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. გვესმის, რომ ზეწოლა ხორციელდება სხვა ჟურნალისტებზეც. გაგვიზიარეთ თქვენი შტაბეჭდილება- რა ადგილი უკავია დღეს მედიას საქართველოში,”- მიმართა კითხვით მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერმა საქართველოს პრემიერს.


გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის მფლობელების საქმეში მთავრობა არ ერევა. მისივე თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ სამაუწყებლო კომპანია უცვლელი დარჩეს.  

“რუსთავი 2-ის საქმეს აქვს ორი განზომილება - პირველი მის მფლობელობას უკავშირდება. ჩვენ ვერც ჩავერევით და არც ვაპირებთ ჩავერიოთ სასამართლოს საქმეში. არსებობს მეორე მიმართულებაც, მედიის თავისუფლება. ჩემი პრემიერობის პერიოდში და წინა პოსტზე ყოფნის დროსაც, ათობით განცხადება გავაკეთერუსთავი 2-ის მხარდასაჭერად. შევთავაზე სხვადასხვა ინსტრუმენტი - შექმნილიყო მედია ბორდი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, არასამთავრობოებისა და მედია სპეციალისტებით იქნებოდა დაკომპლექტებული, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სარედაქციო პოლიტიკა და არა ობიექტურობა. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ამის საუკეთესო მაგა ლითი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელიც უფრო კრიტიკულია ზოგჯერ ვიდრე რუსთავი 2.

"მერწმუნეთ თუ ვინმეა დაინტერესებული იმაში, რომ ეს ტელეარხი უცვლელი დარჩეს, მთავრობაა. ეს არის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ატეხილი ხმაური. შესაძლოა, მათ უნდათ აჩვენონ რამდენად მნიშვნელოვნებიარიან, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც უკვე გვაქვს,"- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები