0 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გადაადგილების, შეხვედრების დღეა. წარმატება გელით სპორტში, განსაკუთრებით გუნდურ თამაშებში. გამონახეთ დრო რომანტიკისა და სასიყვარულო შეხვედრისთვის. ზოგიერთისთვის მეგობრობა საქმიან ურთიერთობაში გადაიზრდება. კარგი დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. 

კურო
კარგი დღეა საყიდლებისთვის; ზოგიერთი საჩუქარსაც მიიღებს. შეიძინეთ კონცერტის, თეატრის ბილეთების, პარფიუმერიული პროდუქცია ან შინაური ცხოველი. გადახედეთ შვილების აღზრდასთან, მათ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

ტყუპი
დღის პირველ ნახევარში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა დღესასწაულის მოსაწყობად, კულტურული ღონისძიებისა და აქტიური გართობისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
მოიმატებს სწრაფვა სილამაზისა და კომფორტისკენ. ზოგიერთი სახლიდან შორს (მაგალითად, მგზავრობისას) საინტერესო ადამიანებს გაიცნობს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა სახლის დასალაგებლად, კოსმეტიკური რემონტისთვის და სტუმრების მისაღებად. 

ლომი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად (განსაკუთრებით შემოქმედებითი). მეგობრული შეხვედრების, ფლირტის დღეა. დიპლომატიურობისა და ზომიერების გრძნობა ზედმეტის თქმისა და გაკეთების უფლებას არ მოგცემთ. 

ქალწული
დილით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, პარტნიორებთან. ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ ორიგინალური გეგმა ან ბიზნესი. 

სასწორი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მხარდაჭერას უცხო ადამიანებისგანაც იგრძნობთ. ზოგიერთი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებს. 

მორიელი
სასურველის მისაღწევად, სამართლიანობისთვის დიპლომატიურად იმოქმედეთ. გარშემო მყოფების (საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, კოლეგა) სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. მოიმატებს ინტერესი მუსიკის, ხელოვნების, კომფორტისა და ლამაზი ნივთებისადმი. 

მშვილდოსანი
დღეს მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა და ზომიერების გრძნობა. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს, ზოგი ორიგინალურ იდეას განახორციელებს. წარმატება გელით საზოგადოების, აუდიტორიის წინაში გამოსვლისას. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

თხის რქა

მოსაწყენი საქმიანობას ლამაზ გარემოში გირჩევთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და პატრნიორებთან. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. 

მერწყული
კარგი დღეა ნაცნობობისთვის, ფლირტისა და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთი რთულ საკითხსაც კი ორიგინალურად, ახლებურად მოაგვარებს. განსაკუთებით წარმატებული დღე ელით თებერვალში დაბადებულებს. 

თევზები
ურთიერთობაში სიმსუბუქე და კონტაქტურობა კარგ შედეგს მოგიტანთ. იყავით "ხელმისაწვდომი" გარშემო მყოფებისთვის. მშვიდად მოაგვარებთ სამემკვიდრეო, იურიდიულ და ოჯახურ საკითხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები