2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები სააპელაციო სასამართლოსთან იკრიბებიან

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი პროცესი უნდა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, კოლეგიამ დღესვე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

ტელეკომპანიის ადვოკატები მიმდინარე პროცესის ფორსირებულ რეჟიმში წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მხარდამჭერებთან ერთად, სასამართლოსთან უკვე დაწყებულია პოლიციის მობილიზებაც.

10:30 საათზე უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი, სადაც გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თავდაპირველად, საკუთარ სააპელაციო პოზიციას თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ჩამოაყალიბებს ტვ საქართველოს იურისტი.

ამის შემდეგ კომპანიის მფლობელების - ძმები ყარამანაშვილების ადვოკატი ისაუბრებს. სასამართლოზე გამოვა ასევე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც.  

http://rustavi2.com/ka/news/48174

კომენტარები

მსგავსი სიახლეები