1 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, მათთან ერთად გაიარეთ კინოში, საღამოს - რესტორანში. მანდილოსნებმა სილამაზის სალონში შეიარეთ; მამაკაცებმა - აბანოში, ან მასაჟი გაიკეთეთ. 

კურო
დღეს მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ; სპორტდარბაზში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. მოაგვარეთ სამსახურისა და საოჯახო საქმეები. 

ტყუპი
საქმეების პარალელურად ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ. გაიჯანსაღეთ სხეული. საღამო მშვიდ გარემოში დაისვენეთ. 

კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას შვილებთან, მშობლებთან. ნუ დასჯით შვილებს, მათმა ჭირვეულობამ შეიძლება სწავლაში შეუშალოთ ხელი. სულიერ სიმშვიდეს ახლობელთან გულახდილი საუბარი დაგიბრუნებთ. 

ლომი
მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, სხვა დღისთვის გადადეთ მოლაპარაკებები, სასიყვარულო პაემანი. საღამო წიგნის კითხვას, ფილმების ყურებას დაუთმეთ. 

ქალწული
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. წარმატებული დღე ელით ჟურნალისტ და მწერალ ნიშნებს. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. 

სასწორი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. სამსახურის მაძიებლებმა დაძლიეთ სიმორცხვე და გაიარეთ გასაუბრება, დაიკავეთ საოცნებო თანამდებობა. 

მორიელი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. დილა დაიწყეთ ვარჯიშით; გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით და საერთოდ, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან; არ გაირთულოთ დამოკიდებულება უფროსთან. მოერიდეთ იაფფასიანი ნივთების შეძენას. საღამოს მეგობრებს შეხვდით. 

თხის რქა
მაქსიამლურად მოთოკეთ ემოციები, მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. მოერიდეთ ტკბილეულისა და ფუნთუშეულის ჭამას. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. 

მერწყული
პრობლემების მოგვარების დღეა. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას; თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთნ შეხვედრას. ზოგიერთს წარსული შეახსენებს თავს. 

თევზები
კარგი დღეა ბიზნესა და სამსახურის საქმეებში წარმატების მისაღწევად. უარი არ თქვათ ახალ შემოთავაზებებზე. გაგიუმჯობესდებათ პროფესიონალური რეპუტაცია, გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები