1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება?

"TV პირველის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იქნება. 

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფენ.
როგორც დეპუტატმა სერგო რატიანმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, დღეს ის ვერაფერს დაადასტურებს. "დღეს მე ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ეს და სხვა საკითხები არ არის გარკვეული. სანდრა რულოვსი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, ის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და დიდი წვლილი აქვს შეტანილი სოციალურ დახმარებებში და საერთოდ სამოქალაქო აქტივობაში", - აღნიშნა სერგო რატიანმა. 

ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსის გარდა "ნაციონალური მოძრაობის" სიის ხუთეულში შესაძლოა იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, ადვოკატი ოთარ კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, ნიკა მელია. ასევე საუბარია იმაზეც, რომ სიაში აღმოჩნდეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები