0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მხოლოდ ერთადერთი მოგონება ცოცხლობს ჩემს მეხსიერებაში"- გიორგი სანაიას ვაჟის ემოციური წერილი

დღეს ჟურნალისტ გიორგი სანაიას დაბადების დღეა. ის 41 წლის გახდებოდა. აი რას იხსენებს  სანაიას ვაჟი:

 

"მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ჩემი დაბადების დღეა, დღეს, 24 თებერვალს, 41 წლის გახდებოდა.

 

რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისია პირადად ჩემთვის.

 

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მხოლოდ ერთადერთი მოგონება ცოცხლობს ჩემს მეხსიერებაში და მუდმივად ეს მაქვს გასახსენებლად: დილა იყო, ჩვენს იმდროინდელ, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, ტელევიზორი ახალი შეძენილი გვქონდა. მე, ტრადიციულად, ”ნიკოლოდეონს” ვუყურებდი - ზუსტად მახსოვს, ”котопес”

გადიოდა, მულტფილმი - მას ეძინა.

 

როგორც კი გამოიღვიძა, ეგრევე მთხოვა, საინფორმაციოზე გადამერთო, მე, რა თქმა უნდა, მტკიცე უარით გავისტუმრე, თუმცა მან იცოდა ჩემი სუსტი წერტილი და მითხრა, თუ ახლა გადამირთავ, საღამოს "მაკდონალდსში" წაგიყვანო. ვერ გავუძელი ცდუნებას და გადავულოცე ჩვენი პირველი ფერადი ტელევიზორი.

 

ამით იწყება და მთავრდება ჩვენი ურთიერთობა, რომელიც მახსოვს და არასდროს დამავიწყდება.

 

Society, you're a crazy breed

I hope you're not lonely without me

Society, crazy indeed

I hope you're not lonely without me" - წერს სანდრო სანაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები