0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ხათუნა ჩხაიძე მაგდა პაპიძის ინტერესებს აღარ იცავს

ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ინტერესებს აღარ იცავს. 

 ჩხაიძის განმარტებით  მაგდა პაპიძის ოჯახმა სხვა ადვოკატები აიყვანა.მისთვის უცნობია თუ რატომ მიიღო ოჯახმა ეს გადაწყვეტილება.
"მაგდა პაპიძის ინტერესებს მე არ ვიცავ ამ ეტაპზე, სხვა ადვოკატები აიყვანეს", - განაცხადა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმეზე მტკიცებულებები გამოაქვეყნა. გამოძიების ცნობით, 2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი - 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც, შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები