1 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ახმეტელის თეატრის“ და ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გარდაიცვალა

„ახმეტელის თეატრის“ მსახიობი ალეკო ალავიძე 73 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაყურებელს ის მრავალი სპექტაკლიდან და ასევე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ახსოვს, სადაც ხურცილავას მამის როლს განასახიერებდა. . ნათამაშები აქვს 40-ზე მეტ სპექტაკლში და გადაღებულია ფილმებში.

„ძველმოდური კომედია“, „ღუზა ჩაუშვი ანგელოზო“, „მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი“, „ვერაგობა და სიყვარული”, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”, „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, „მეფე ლირი თავშესაფარში“  - ეს არის იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალი, სადაც მსახიობ ალეკო ალავიძეს უთამაშია.

მსახიობი „ახმეტელის თეატრის“ დასში 1981 წლიდან მოღვაწეობდა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები