0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1 დაჭრილი და 1 გარდაცვლილი - ქუჩური გარჩევა აღმაშენებლის ხეივანში

აღმაშენებლის ხეივანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, დაჭრილია ერთი პირი.

შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში მოხდა, სადაც ქუჩურ გარჩევაში რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სიტყვიერ დაპირისპირებას რამდენიმე გასროლა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა.

ინციდენტში მონაწილე პირები დიღმის ტყისკენ გაიქცნენ, თუმცა პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი დააკავა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები და მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დაკავების ოპერაცია.

საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები