0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)

81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ-სლემის გამარჯვებული გახდა. ჭრიკიშვილმა ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც რეპეშაჟში ფრანგ რომეინ ბაფეტს მოუგო, ხოლო მედლისთვის ფრანგ ლუდოვიც გობერტთან იასპარეზებს.

კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, მძიმე წონოსანი ლევან მათიაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა, ნახევარფინალში იაპონელ ჰისაოში ჰარასავასთან დამარცხდა და რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები