0 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მე თქვენ ყველა მიყვარხართ!"- ივნისის სტიქიის გმირი გარდაიცვალა (ფოტოები)

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

"თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA - ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის განმავლობაში ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად....
18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.

"მე თქვენ ყველა მიყვარხართ!" - ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში.“- წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები